არაფერი არ ვიცი, ვიცი რომ შვილს მიკლავენ – გიული ალასანია ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრაზე მივიდა

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროში დაიბარეს.

ალასანიას თქმით, არ იცის, თუ ვის უნდა შეხვდეს.

„არაფერი არ ვიცი, არ ვიცი ვის ვხვდები, 2 საათის წინ დამირეკეს. ვიცით, რომ შვილს მიკლავენ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ სააკაშვილმა გონება დაკარგა.