ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე გადადგა

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე გადადგა – ამის შესახებ ტიკარაძემ განცხადება საგანგებოდ მგამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

,,სამწლიანი მუშაობის შემდეგ, კონულტაციების შედეგად როგორც პრემიერთან ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარესთან, მივიჩნიეთ რომ უმჯობესია ჩემი საქმიანობა გავაგრძელო პარტია ,,ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში და აქედან გავაძლიერო ქართული ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემები” – განაცხადა ტიკარაძემ.