„დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრები უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

„დიდი შვიდეულის“ (G7) ფინანსთა მინისტრები უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების გაძლიერება სერიოზული შეშფოთების მიზეზია. ჩვენ, G7-ის ფინანსთა მინისტრები, ხაზს ვუსვამთ ჩვენს მზადყოფნას ვიმოქმედოთ სწრაფად და გადამწყვეტად უკრაინის ეკონომიკის მხარდასაჭერად. ასევე მხარს ვუჭერთ მიმდინარე დიპლომატიურ ძალისხმევას, რომლის მიზანი დეესკალაციის გზის გამოვლენაა. ჩვენ გაერთიანებულნი ვართ ჩვენს გადაწყვეტილებაში, დავიცვათ უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, ასევე ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ნებისმიერ შემდგომ სამხედრო აგრესიას „სწრაფი, კოორდინირებული და ქმედითი პასუხი მოჰყვება.

ჩვენ მზად ვართ ერთობლივად დავაწესოთ ეკონომიკური და ფინანსური სანქციები, რომელიც რუსეთის ეკონომიკისთვის მასიურ და დაუყოვნებლივ შედეგებს გამოიწვევს“, – ნათქვამია განცხადებაში.