პურში ნაპოვნი თუთუნი-სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას იწყებს (ვიდეო)

ის, რომ პროდუქტში არაერთხელ უპივია მოსახლეობას სხვადასხვა ნივთები, ახალი არ არის. გახსოვთ ალბათ, ფეისბუქმომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული პოსტები:

-„იოგურტში ხის ნაჭერი იყო“,

-„პილმენში“ ლურსმანი ვიპოვე“

„ღვეზელში ტომრის ძაფები აღმოვაჩინე“

სულ ახლახანს კი, არასამთავრობო ორგანიზაცია “კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელმა მერაბ ღოღობერიძემ პურში თუთუნი აღმოაჩინა და ფეისბუქზე დადო ფოტო მინაწერით:

-„ყველაფერს წარმოვიდგენდი მაგრამ პურში სიგარეტი (თუთუნს) თუ მომყვებოდა არ მეგონა“.

15317854_1142136225823099_5030871519678825489_n 15401121_1142135932489795_4911234404457401599_n

როგორც ღოღობერიძე აცხადებს პური ბათუმში,  ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებულ საცხობს ეკუთვნის. იგი დღეს ობიექტთან მივიდა და პასუხი მოითხოვა. მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. საცხობის მეპატრონე განმარტავს, რომ პური მათ არ ეკუთვნით და არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა. მერაბ ღოღობერიძემ აღნიშნულის შესახებ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკვე მიმართა. სააგენტო ფაქტის მოკვლევას ხვალიდან დაიწყებს.

აღნიშნული ფაქტით ტვ25 დაინტერესდა და მერაბ ღოღობერიძესთან ერთად მივიდა საცხობში.

კომენტარის დატოვება