სანქტ-პეტერბურგში ომის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 90-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

BBC-ის რუსული გამოცემის ცნობით, სამშაბათს, რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამართულ პროტესტზე 90-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს.

გამოცემის თანახმად, საპროტესტო აქცია ქალაქის ცენტრში, ნევსკის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ Gostiny Dvor-თან გაიმართა.

BBC-ი Zaks.ru-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსულმა პოლიციამ აქციის მონაწილეები და მინიმუმ ერთი ჟურნალისტი 30 წუთის ინტერვალში დააკავა.

გამოცემის ცნობით, ერთი დღით ადრე პოლიციამ ქალაქში ომის წინააღმდეგ გამოსული 900-მდე მომიტინგე დააკავა.