მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვისას გადარჩენილმა ქალმა გოგონა გააჩინა

უკრაინაში, მარიუპოლის  სამშობიაროს დაბომბვისას გადარჩენილმა ქალმა, რომლის ფოტომაც მსოფლიო მოიარა,  გოგონა გააჩინა.

ცნობისთვის, 9 მარტს უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ძალებმა სამხრეთ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში საავადმყოფო დაბომბეს. მათი ინფორმაციით, დანგრეულია ბავშვთა და სამშობიარო განყოფილებები.

უკრაინული მხარის ცნობით, მარიუპოლში სამშობიაროს დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი და დაშავდა 17, მათ შორის ფეხმძიმე ქალები. მარიუპოლის საკრებულოს განცხადებით, 9 მარტს სამშობიაროზე შეტევა მიზანმიმართულად განხორციელდა.