უკრაინელებმა მარიუპოლთან რუსეთის არმიის 810-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ალექსეი შაროვი მოკლეს

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური მოკლეს. ამის შესახებ ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის პრესცენტრის ხელმძღვანელმა, სერგეი ბრატჩუკმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ რუსი საზღვაო ქვეითები, რომლებიც ოდესის შტურმს გეგმავდნენ, ახლა “სადღაც ნიკოლაევსა და მარიუპოლს შორის ლპებიან”.

სერგეი ბრატჩუკმა მადლობა გადაუხადა შეიარაღებულ ძალებს და ყველას, ვინც სამშობლოს ოკუპანტებისგან იცავს. ასევე, თქვა, რომ გამარჯვების სჯერა.

,,ასე მოუვა ყველას, ვინც უკრაინელი ქალების გაუპატიურებას ცდილობს, ვინც უკრაინელი ბავშვების მოკვლას ცდილობს. პატიება არ იქნება”, – თქვა სერგეი ბრატჩუკმა.