ბერმუდის სასამართლოში ივანიშვილის გამარჯვება ქართველი ხალხის სულში ჩაფურთხებაა – შალვა ნათელაშვილი

,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ- შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ბერმუდის სასამართლოში რუს ოლიგარქ ივანიშვილის გამარჯვება ქართველი და უკრაინელი ხალხის შეურაცხყოფაა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა წერილით მიმართა დიდი ბრიტანეთის პრემიერს და მოუწოდა, მის იურისდიქციაში შემავალ ბერმუდის სასამართლოზე ზეგავლინა მოახდინოს, რათა არ გაამარჯვებინოს რუს ოლიგარქ ივანიშვილს და არ მიაღებინოს ხალხის ძარცვითა და ყაჩაღობით ნაშოვნი 500 მილიონი დოლარი.

,,როგორც მოგეხსენებათ, ყველა რუსი ოლიგარქი დასანქცირდა, გარდა ბიძინა ივანიშვილისა. ამან ისე გაათამამა ეს ოლიგარქი, რომ მოუთმენლად ელოდება ამ დღეებში ბრიტანეთის იურისდიქციაში შემავალი ბერმუდის სასამართლოდან 500 მილიონი დოლარის მოგების თაობაზე მიღების გადაწყვეტილებას.

ჩვენ წერილი გავუგზავნეთ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, სადაც ნათლად მივუთითეთ, რომ ოლიგარქის გამარჯვება ქართველი ხალხის სულში ჩაფურთხებაა, რომ ეს ფული ქართველის ხალხის საკუთრებაა, ჩვენი ძარცვით ნაშოვნია, აგრეთვე, რუსი ოლიგარქის გამარჯვება უკრაინაში დახოცილი ხალხის შეურაცხყოფაა. იმ ოლიგარქისა, მათ შორის, ვისი ფულითაც გაჩაღდა უკრაინაში სისხლისმღვრელი ომი.

იმედია, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება და სასამართლო სისტემა, რომელისც ცნობილია თავის მაღალი პროფესიონალიზმითა და სამართლის ერთგულებით, ამას გაითვალსიწინებს და არ მიაყენებს შეურაცხყოფას სამართალს, ქართველებს, უკრაინელებს, მთელ მსოფლიოს, არ გაამარჯვებინებს, არ დაუბრუნებს ნაყაჩაღარ ფულს ივანიშვილს იმ თაღლითური სქემის გამო, რომელიც მან თავად შეადგინა” – განაცხადა ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა.