საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 376 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 4 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 24 153 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 376 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 234 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.56%

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 153 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 059 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 094 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 376 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 650 384-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.56%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.43% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.98%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 234 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 629 266-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 765 პირი ემსხვერპლა.