დონბასისთვის ბრძოლა შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სატანკო ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ – Sky News-ის კორესპონდენტი

Sky News-ის კორესპონდენტი მარკ სტოუნი, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მუშაობს, თვლის, რომ დონბასისთვის ბრძოლა შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სატანკო ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

მისი თქმით, ამას ორი ფაქტორი უწყობს ხელს. პირველი ეს არის სივრცე ქალაქებს შორის. ხოლო, მეორე  რუსული ტაქტიკა, რომელიც დიდწილად ტანკების გამოყენებას ეფუძნება.

ცნობისთვის, უკრაინის არმიის განცხადებით, რუსეთის ძალებმა დაიწყეს “აგრესიული მოქმედება” აღმოსავლეთ უკრაინის თითქმის მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, რასაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უწოდა აღმოსავლეთის დონბასის რეგიონში იმ შეტევის დაწყება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ.