მგზავრთა ნაკადის მკვეთრი ზრდის გამო, „სადგურის მოედანზე“ მოქალაქეების გადაადგილება შეფერხებულია

თბილისის მეტროში მგზავრები გადაადგილებას ვერ ახერხებენ. “სადგურის მოედანი”, რომელიც ქალაქის მეტროს ორ ხაზს აკავშირებს პარალიზებულია.

სოციალურ ქსელში ფაქტის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა ვრცელდება. მგზავრები წერენ, რომ ადგილზე პოლიცია ცდილობს რამენაირად მგზავრთა ნაკადი დაარეგულიროს.

მეტროში გაზრდილი მგზავრთა ნაკადი, სავარაუდოდ, ხვალ, 26 მაისს თბილისში დაგეგმილ ღონისძიებებს უკავშირდება, რომელთა გამოც ცენტრალური ქუჩები გადაკეტილია.