რუსეთმა უკვე 33 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 17 ივნისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი – დაახლოებით 33 150;
  • ტანკი – 1 456;
  • ჯავშანტექნიკა – 3 563;
  • საარტილერიო სისტემა – 734;
  • სარაკეტო სისტემა – 233;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 97;
  • თვითმფრინავები – 215;
  • ვერტმფრენი – 180;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 593;
  • საკრუიზო რაკეტები – 129;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 496;
  • გემი/ნავი/კატარღა – 13;
  • სპეციალური აღჭურვილობა – 55.