კულება კანდიდატის სტატუსზე: ევროპული ისტორია იქმნება

ევროპული ისტორია იქმნება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება „ტვიტერზე” წერს.

„მივესალმებით ევროკომისიის დადებით გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი ევროსაბჭოს სამიტზე მომდევნო კვირაში. ეს იქნება ევროპული ლიდერობის ნათელი დადასტურება და დიდი სტიმული უკრაინის შემდგომი ტრანსფორმაციისთვის.” – წერს კულება.

ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს  მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა.