ნიკოლოზ სამხარაძე: 7-8 წელში ქვეყანაში სიღარიბე აღარ იქნება

თუ მომავალი 6-7 წელი ასეთივე ზრდა გვექნება მაშინ მე შემიძლია გითხრათ, რომ 7-8 წლის თავზე საქართველოში სიღარიბე აღარ იქნება” – ამის შესახებ „ქართული ოცნების” წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკის ზრდა ციფრებში აისახა და სტატისტიკური მონაცემებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იზრდება.

„ეკონომიკის ზრდის შესახებ შენ ვერავის ვერ მოატყუებ, ვერც საკუთარ მოსახლეობას და ვერც საერთაშორისო პარტნიორებს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი აისახება ციფრებში და იცით, რომ მათემატიკა არის ზუსტი მეცნიერება, სტატისტიკაც, შესაბამისად სტატისტიკური მაჩვენებლებით ჩვენი ეკონომიკა იზრდება.”  – განაცხადა სამხარაძემ.