როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი-მთავარია ნება და ცოდნა

ამირან სალუქვაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის თემაზე გაგანდობთ ჩემს მოსაზრებას.
დავიწყებ იმით, რომ თვით ბორდი არის გასაუქმებელი, სიტყვა ბორდიც ამოსაღებია ხმარებიდან. უცხოური სიტყვაა და მმართველობას, საბჭოს სათათბიროს და კიდევ უამრავ რაიმეს ნიშნავს. არც ერთს ასრულებს, არც მეორეს და არც მესამეს. მხოლოდ მაშინ სჩანან, რომ დირექტორია ასარჩევი.

რომელიმე ნამყოფია საზმაუწყებლის სტუდიებში რა პირობებში მუშაობენ ჟურნალისტები?

დირექტორს რაც შეეხება, ამ კანდიდადეტბში არც ერთი იყო ისეთი, ვინც ფეხზე დააყენებს ტელევიზიას. ამიტომ, არ ჩავუღრმავდები.

ორი სიტყვით როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

ჩვენთან, ტრადიციულად, ან რომელიმე პოლიტიკური ან ბიზნეს ჯგუფის ტელევიზიაა, ან ხელისუფლების. საზოგადოების ტელევიზია არ გვაქვს. ხელისუფლება თუ საზოგადოების არჩეულია, იმას არ ნიშნავს, რომ ტელევიზია ავტომატურად საზოგადოებას წარმოადგენს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაზე ადრე და ყველაზე მწვავედ უნდა აშუქებდეს მწვავე საკითხებს და იმ თემებს, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს. მაშინ ის მიმზიდველი გახდება.

შესაძლებელია ასეთი ტელევიზიის გაკეთება? შესაძლებელია. ასევე შესაძლებელია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს ყველაზე ინფორმაციული, ყველაზე ოპერატიული და ყველაზე დინამიური. ამის გაკეთებას სჭირდება რამდენიმე თვე.

ასეთი ტელევიზია, რომელიც ობიექტურად გააშუქებს დადებით და უარყოფით ინფორმაციებს, მეტ სარგებელს მოუტანს ხალხსაც და ხელისუფლებასაც, ვიდრე ის, რასაც 25 წელია (თუ ბავშვობიდან) ვიცქერით. ამ ტელევიზიამ ჯერ კომუნისტებს ვერ მოუტანა ვერაფერი და შემდეგ დანარჩენ მთავრობებსაც.

ვიმეორებ, ამ საზმაუდან წარმატებული ტელევიზიის გაკეთებას სჭირდება რამდენიმე თვე. ეს შესაძლებელია. მთავარია ნება და ცოდნა.

კომენტარის დატოვება