რიმა ბერაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიბარეს

„სამართლიანი არჩევნები“  სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებებით მიმართავს. მიმართვის მიზანია, აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ და ააიპ „ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავლის“ მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი, ხოლო ცესკომ შეისწავლოს ააიპ „ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავლის“ მიერ წინასაარჩევნო აგიტაციაში უკანონოდ მონაწილეობის ფაქტი.

2016 წლის 30 ივნისს თბილისის საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რიმა ბერაძის ინიციატივითა და ორგანიზაციის ,,ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალი“ ხელმძღვანელის – ქეთევან ბარათელის ორგანიზებით, ჩუღურეთის რაიონში მდებარე საჯარო სკოლების პედაგოგებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აქცია წმინდა მიქაელის სახელობის კლინიკაში მოეწყო და მასში სკოლების 200-მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.

აუდიტის სამსახურში საკითხის მოკვლევა დაიწყო, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე კი  სახელმწიფო აუდიტის სამსახურშია დაბარებული.

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება