[ვიდეო] რუსთავის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
რუსთავის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. პირველ მოსმენაზე ოპოზიციამ ბიუჯეტის პროექტის მიღებაზე უარი განაცხადა და მერიას შენიშვნებით უკან დაუბრუნა, თუმცა დღეს, ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.
როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, „ქართულმა ოცნებამ” მათ პირობა მისცა, რომ ბიუჯეტში ყველა შეცდომას გაითვალისწინებენ.
ბიუჯეტის პირველადი პროექტი 87 367 700 ლარით განისაზღვრა და წინა წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით, 6 მილიონი ლარითაა გაზრდილი.
დღეს საკრებულოს სხდომა ხმაურის გარეშე წარიმართა, რაც ნამდვილად იშვიათია. დეპუტატები რუსთაველებს ახალ 2023 წელს კონსოლიდირებულ მუშაობას დაჰპირდნენ.
ნახეთ ვიდეო: https://youtu.be/5GmYsL_E2tQ