ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 123 080 ოკუპანტია განადგურებული | გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში დაახლოებით 123 080 (+910) ოკუპანტია განადგურებული.

უკრაინაში ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი 24 თებერვლიდან 2023 წლის 25 იანვრამდე ასეთია:

ტანკები – 3 161 (+9), ჯავშანტექნიკა – 6 307 (+23), საარტილერიო სისტემები – 2 154 (+6), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 450 (+2), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 220 (+0), თვითმფრინავი – 290 (+1), ვერტმფრენები – 281 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1902 (+5), ფრთოსანი რაკეტები – 749 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4 967 (+23), სპეციალური ტექნიკა – 194 (+0).