პოლიტიკარეგიონი

თელავის საკრებულომ მოსწავლეებისთვის კვების დაფინანსებას, ხელფასების ზრდა ამჯობინა | რას ითხოვდა ოპოზიცია და რა გადაწყვიტა „ოცნებამ”

საქართველოში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, თელავის საკრებულომ ხელფასი გაუზარდა მერს, მის წარმომადგენლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეს.

პროექტს მხარი არ დაუჭირა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”.

ოპოზიცია ხელფასების ზრდის ნაცვლად, სკოლებში მოსწავლეებისთვის კვების დაფინანსებას მოითხოვდა.

თელავის მერის ხელფასი 500 ლარით გაიზარდა, საკრებულოს თავმჯდომარის 450-ით, სოფლებში მერის წარმომადგენლების კი 200 ლარით.