“ბახმუტს არავინ დათმობს” | ზელენსკი

უკრაინული მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დონეცკის რეგიონში, ბახმუტის ფრონტის ხაზიდან უკრაინული ჯარების გაყვანა არ მოხდება

“ბახმუტს არავინ დათმობს. ჩვენ ვიბრძოლებთ რამდენადაც შეგვიძლია”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ბახმუტში მებრძოლი უკრაინელი ჯარისკაცები აცხადებენ, რომ ისინი არ დატოვებენ ქალაქს მანამ, სანამ საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა ექნებათ და სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარება.