ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, კიევის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

ოკუპანტების მიერ კიევზე განხორციელებულ სარაკეტო შეტევას მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმასციას კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო საკუთარ Telegram-ის არხზე ავრცელებს.

„ჰოლოსიევის რაიონში არასაცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად, ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაღუპულისა და ორი დაჭრილის შესახებ. დაშავებულები მედიკოსებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს”, – წერს კლიჩკო.

ნახეთ ასევე: კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის