დიდთოვლობის გამო სამგზავრო მატარებელი ზესტაფონთან გაჩერდა და მოძრაობას ვეღარ ახერხებს

დიდთოვლობის გამო, სამგზავრო მატარებელი უკვე 1 საათზე მეტია ზესტაფონთან, არგვეთში გაჩერდა და მოძრაობას ვეღარ ახერხებს.

საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებს შესაძლოა ჰქონდეთ შეფერხებები და რომ “მცირე დაგვიანებები” მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება.

რკინიგზა ამბობს, რომ მზად არიან დაგეგმილ რეისებზე დაიბრუნოს რეალიზებული ბილეთები და სრულად აანაზღაუროს მათი საფასური.

“დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებს შესაძლოა ჰქონდეთ შეფერხებები. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მცირე დაგვიანებები საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება. Გაუთვალისწინებელი გარემოებებისა და მგზავრთა შესაძლო დისკოფორტის თავიდან აცილების მიზნით, კომპანია მზად არის დაგეგმილ რეისებზე დაიბრუნოს რეალიზებული ბილეთები და სრულად აანაზღაუროს მათი საფასური”, – ვკითხულობთ განცხადებაში.