“გურია NEWS”-ის ჟურნალისტს, ჩვენს კოლეგას, გიორგი გირკელიძეს, საზოგადოების დახმარება სჭირდება

“გურია NEWS”-ის ჟურნალისტს, გიორგი გირკელიძეს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

მისი ერთ-ერთი მეგობარი სოციალურ ქსელში წერს:

“7 წელზე მეტია, გიორგი სრულფასოვან ცხოვრებას ვერ ახერხებს, ვერ მუშაობს, უჭირს გადაადგილება და მუდმივად მედიკამენტების საშუალებით ახერხებს კონცენტრაციას, ჯანმრთელობის პრობლემების გამო.
ამ 7 წლის განმავლობაში, გიორგი და მისი მეგობრების დიდი არმია, ვცდილობდით საქართველოს პირობებში გვეპოვა პასუხი კითხვაზე-რა სჭირს ადამიანს, რომელიც ჰიპერ აქტიური იყო და დღეს, ამ შესაძლებლობების მინიმუმსაც ვერ იყენებს. სხვადასხვა დროს სტაციონარული და პროფილაქტიკური მკურნალობით, ამ დრომდე მოვედით. ყველა ჩარევა, მხოლოდ მოკლევადიან ეფექტზე გათვლილი აღმოჩნდა და რეალური შედეგი ისევ ვერ დადგა.
გიორგი, ისევ მედიკამენტებზეა დამოკიდებული და ისევ არ გვაქვს დაზუსტებული პასუხი-მის სრულ გამოჯანმრთელებას რა სჭირდება. ამისთვის, ის განიხილავდა ევროპის რომელიმე ქვეყანაში სამკურნალოდ წასვლას, თუმცა მოგეხსენებათ, ეს რამხელა ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომაც გადაწყდა თურქეთში წასვლა, სადაც მას კეთილი ადამიანების თანადგომით, შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდება.

იმისათვის, რომ გიორგიმ შესძლოს ამ გამოკვლევების ჩატარება, ჩვენი დახმარება სჭირდება. არ დავიზაროთ, ვის რამდენიც და როგორც შეგვიძლია ისე დავეხმაროთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიკეთე ჩვენც და გიოსაც ასმაგად დაგვიბრუნდება.” , – წერს ლაშა ზარგინავა.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ მითითებულ ანგარიშის ნომერზე: GE42BG0000000173971300

მიმღები: გიორგი გირკელიძე
GE54TB7700545064300030