რიკოთზე მოძრაობა შეზღუდულია | საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის დროებით გადართვა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კმ-იან საავტომობილო გზაზე, გამოწვეულია უკიდურესი აუცილებლობით.

კერძოდ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის 80 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებით აკრძალვის გამო გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის რამდენიმე უბანზე მიმდინარეობს დაზიანებული გზის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც აფერხებს ავტოტრანსპორტის გაზრდილი ნაკადების გადაადგილებას გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მარშრუტის ორ მონაკვეთზე, გზის ცალ მხარეს მიმდინარე სამუშაოების გამო, შევიწროებულია გზის სავალი ნაწილი.

კერძოდ: სტიქიის შედეგად დაზიანებული საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს ჭიათურაში, 69-ე კმ-ზე; სოფელ კაცხთან, 78-ე კმ-ზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, შენდება საყრდენი კედელი; კმ70 – კმ 82-ზე (ჭიათურა-სოფელი ჯოყოეთი) და კმ84 – კმ106 (სოფელი რკვია – ზესტაფონი) მონაკვეთებზე მიმდინარეობს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ხოლო კმ84-კმ107 მონაკვეთზე წარმოებს 16 დამეწყრილი უბნის (სოფელი დილიკაურის ტერიტორია) სარეაბილიტაციო სამუშაოები.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს უხდის მძღოლებსა და მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე, ამ დრომდე გრძელდება სპეციალისტების მუშაობა მეწყრული უბნის შესასწავლად.

პროცესში ჩართული მხარეები ყველაფერს აკეთებენ კვლევების საბოლოო შედეგების დროულად მისაღებად და ძირითად მაგისტრალურ საავტომობილო გზაზე (რიკოთის მონაკვეთზე) მოძრაობის აღსადგენად