“ჩვენ ვერ წარმოვიდგენია უკრაინა ყირიმის გარეშე ” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყირიმზე უკრაინის კონტროლის აღდგენის გარეშე რუსეთთან ომი არ დასრულდება.

ზელენსკიმ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი საბოლოო მიზანი ყირიმის გათავისუფლებაა.

“ჩვენ ვერ წარმოვიდგენია უკრაინა ყირიმის გარეშე და სანამ ყირიმი რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს: ომი ჯერ არ დასრულებულა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს, არსებობს თუ არა რაიმე სცენარი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია მშვიდობის დამყარება ყირიმის დაბრუნების გარეშე.

“მაშინ ეს გამარჯვება არ იქნება”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.