მთავრობამ უნდა აღწეროს მიყენებული მატერიალური ზარალი, შექმნას სპეციალური ფონდი და გამოყოს მხარდამჭერი პაკეტი დაზარალებულებისათვის – ანა დოლიძე

ჩვენ უნდა დავიცვათ დაზარალებულები, ამ წუთისთვის: არსებულმა მთავრობამ უნდა აღწეროს მიყენებული მატერიალური ზარალი, შექმნას სპეციალური ფონდი და გამოყოს მხარდამჭერი პაკეტი დაზარალებულებისათვის , – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

მისი განცხადებით, მთავრობამ შოვში დაზარალებულები ფსიქოლოგიური დახმარების სერვისებითაც უნდა უზრუნველყოს.

’’ამ წუთისთვის: არსებულმა მთავრობამ უნდა აღწეროს მიყენებული მატერიალური ზარალი, შექმნას სპეციალური ფონდი და გამოყოს მხარდაჭერის პაკეტი დაზარალებულებისათვის. ასევე უნდა გამოყოს სერვისებისთვის, ფსიქოლოგიური დახმარება, მაგალითად, პროგრამები. ამას მოხალისეობრივად სთავაზობენ ექსპერტები, მაგრამ ნორმალურ ქვეყანაში თავის თავზე იღებს სახელმწიფო ამ სიტუაციაში. ეს ხაზი უნდა წავიდეს გამოძიების პარალელურად. ასეა თუ გადარდებს ხალხი და არა საკუთარი სკამი. ესენი კი აქეთ დაზარალებულებს ესხმიან თავს’’, – წერს ანა დოლიძე.