უკრაინამ ევრომაიდნის მომიტინგეების მკვლელობის საქმეზე ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ბრალი წაუყენა

უკრაინამ ევრომაიდანი მომიტინგეების მკვლელობის საქმეზე ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ბრალი წაუყენა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა აქვეყნებს.

2014 წლის თებერვალში კიევში ევრომაიდნის მომიტინგეების მკვლელობის საქმეზე გამოძიება დასრულდა და ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს მთელ რიგ დანაშაულებში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, იანუკოვიჩთან ერთად სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებსაც ედება ბრალი, მათ შორის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და მის მოადგილეს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს (SBU), თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და ბერკუტის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილ მეთაურს.