“რა თქმა უნდა, ისრაელს აქვს ყველანაირი უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოება და გაანადგუროს ტერორისტები” – ხატია დეკანოიძე

პრემიერის ოჯახი სარგებლობს პრივილეგიით, ჩარტერი ნებისმიერ დროს გამოიყენოს, ისრაელში ჩვენს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ეს პრივილეგია, რომელიც სჭირდებათ უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ ფრაქცია „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ისრაელის სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას ესმოდეს, რომ ტერორისტების შენდობა არ არსებობს, რა თქმა უნდა, ისრაელს აქვს ყველანაირი უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოება და გაანადგუროს ტერორისტები. რაც შეეხება ჩარტერებს, პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ მაშინ, როცა პრემიერის ოჯახი სარგებლობს პრივილეგიით ჩარტერი ნებისმიერ დროს გამოიყენოს, საქართველოს მოქალაქეებს, ვინც ისრაელში არიან, უნდა ჰქონდეთ ეს პრივილეგია, რომელიც სჭირდებათ უსაფრთხოებისთვის და საკუთარი უფლებებისთვის. აუცილებელია, საქართველოს სახელმწიფომ იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე, როგორც ამას აკეთებს პოლონეთი, კანადა, აშშ და სხვა ქვეყნები, რომლებიც ზრუნავენ საკუთარ მოქალაქეებზე”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.