„რუსთავი 2-ში იმაზე მეტი თანამშრომელია, ვიდრე სჭირდება“

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, ტელეკომპანიაიმედისეთერში განაცხადა, რომ ტელევიზია უნდა იყოს კომერციული.  მისივე თქმით, რუსთავი 2-ში ხარჯებიძალიან გაზრდილიადა იქ იმაზე მეტი თანამშრომელია, ვიდრე რალურად საჭიროა.

ტელევიზია უნდა იყოს კომერციული. არა მხოლოდ ტელევიზიას არამედ ყველაფერს სჭირდება სწორი ფინანსური მართვა. ვფიქრობ, ხელოვნურად ძალიან გაზრდილია ხარჯები, რაღაც ვალდებულებები აქვთ აღებული ზედმეტი თანამშრომლებთან, რომლებიც ჰყავთ. მე კონკრეტულად არავის დავასახელებ, მაგრამ იქ იმაზე მეტი თანამშრომელია, ვიდრე სჭირდება. მე ასე წარმომიდგენია” – განაცხადა ხალვაშმა.

შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშ  უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამაუწყებლო კომპანიარუსთავი2″-ის 100%-იანი წილი გადაეცა.