“სტრასბურგის სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი გზავნილია”

საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ახალი ერთობა საქართველოსთვის“  რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

,,რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ხელისუფლების რეაქციამ კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ ქვეყნის დე იურე ხელისუფლებისათვის ბევრად მნიშვნელოვანია დე ფაქტო მმართველის სურვილების უპირობო აღსრულება, ვიდრე ჩვენი სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების აწმყო და მომავალი.

სიმპტომატიურია, როდესაც ერთადერთი მიზნის გამო – თავი გამოიჩინონ ერთპიროვნულ მმართველთან და ასიამოვნონ მას, მზად არიან, ღიად დააკნინონ სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქცია, რასაც მხოლოდ რუსეთი კადრულობს, ან რამდენიმე საათიანი შეტყობინებით “დაადგნენ” ევროპული სასამართლოს თავმჯდომარეს და მასზე მოახდინონ ზეგავლენა. არანაირი სხვა დატვირთვა აღნიშნულს არ გააჩნია, რადგან საფუძველშივე აბსურდული და საღ აზრზს მოკლებულია.

ამასთან, აღნიშნული გაუაზრებელი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები იმასაც ადასტურებენ, რომ მმართველი გუნდი არ დაიხევს უკან და მაინც ეცდება ერთი პირის ოცნებების აღსრულებას.

დღეს გაჩერების და თვითკმაყოფილების ფუფუნება არ გვაქვს. სტრასბურგის სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი გზავნილია როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ჩვენი საზოგადოებისათვის. თუმცა, შუალედური გადაწყვეტილება იმოტომაცაა შუალედური, რომ სასამართლოს ესაჭიროება დრო საბოლოო ჭეშმარიტების დასადგენად. შესაბამისად, ჩვენ, ყველამ ერთად უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ მისცენ საშუალება ევროპულ სასამართლოს, როგორც სასამართლომ ეს განაცხადა შემჭიდროვებულ ვადებში, განიხილოს აღნიშნული საქმე და გამოიტანოს საბოლოო, მიუკერძოებელი და სამართლიანი ვერდიქტი. ნებისნიერი განსხვავებული მიდგომა ხელისუფლების მხრიდან ჩაითვლება ჩვენი ევროპული მისწრაფებების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად, რის დასაცავადაც საქართველოს მოსახლეობა იმაზე მეტს იღებდა და დღესაც გაიღებს, ვიდრე ეს დე დაქტო თუ დე იურე მმართველებს წარმოუდგენიათ” – ნათქვამია განცხადებაში.