…2012 წელს, ერთი კაცი ვნახე…ვინც მაშინ გიჟად მომეჩვენა საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტია…

დავით ლორია

უფლებადამცველი

-“ნინო ბურჯანაძის ცენტრალურ ოფისში როდესაც შევდიოდი, ვინც არ უნდა ყოფილიყო, აბსოლუტურად ყველას ვესალმებოდი.

2012 წელი იყო, პარტიულ საქმეზე ერთხელ ნინო ბურჯანაძის ნახვა მინდოდა. ამიტომ, იყო თუ არა თავისუფალი, შესასვლელად ლია ჩქარეულის (მდივანთან) კაბინეტში უნდა მომეკითხა. როდესაც კაბინეტის კარები შევაღე, წინ დამხვდა მაღალი წვერებიანი კაცი, კაბინეტიდან გამოსვლას აპირებდა. ცოტა უცნაური ვინმე მომეჩვენა, არ მყავდა მსგავსი ადამიანები იმ ოფისში ნანახი და ამიტომ ამ კაცს ცოტა შევათვალიერე. ეცვა ჩაჩანჩურებული ძველი ჯინსები, დიდი ზომის სპორტული ფეხსაცმელები და ჩანთა ქონდა გვერდით გადაკიდებული. წვერი და თმები გაერთიანებული ქონდა. იმ წამს რაც ვიფიქრე, ალბათ გაზეთის, ან ლექსების კრებულის, ან რაღაცის გამოქვეყნება უნდა და დაფინანსების თხოვნით მივიდათქო. არ მივესალმე, ერთი სიტყვით ცოტა გიჟი მომეჩვენა. მართლა გიჟი ხომ არ იქნებოდა და ამიტომ გავიდა თუ არა, მაშინვე ვიკითხე, თუ ვინ უნდა ყოფილიყო. აღმოჩნდა, რომ ის, ვინც მაშინ გიჟად მომეჩვენა დღევანდელი საქართველოს პრეზიდენტია.

დაბანეს, გაპარსეს, ჩააცვეს, დაახურეს, ერთი სიტყვით კაცს დაამსგავსეს, მერე პრეზიდენტობა გადასცეს და ახლა ამბობს როგორ მიბედავენ-ო.