“არ უნდა დაგვავიწყდეს 1978 წლის 14 აპრილის ისტორიული დღე!..”

გიორგი თევზაძე: ვიმედოვნებთ, რომ ქართული ენის სახელმწიფო პალატა არ იქნება ფორმალურ ფასადური ორგანიზაცია, და იგი აღჭურვილი იქნება რეალური სამართლებრივი ბერკეტებით ქართული ენის სიწმინდის დაცვისა და მისი შენარჩუნებისათვის.

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ქართული ენის დღესთან დაკავშირებით მიმართავს ხელისუფლებას და საზოგადოებას და აღნიშნავს, რომ ქართული ენას თვალისჩინივით გაფრთხილება უნდა.

-“ენა, მიწა-წყალთან და სარწმუნოებასთან ერთად, დედაბოძია ქართული ეროვნული ცნობიერების, იცავდე შენი ენის სიწმინდეს, ეს ნიშნავს, იცავდე ერის იდენტურობას , შენს მეობას, ღირსებას, შენი ერის კულტურასა და ისტორიას. როგორც ქართულ საზოგადოებას ასევე ხელისუფლებას მუდამ უნდა ახსოვდეს და აცნობიერებდეს, გრიგოლ ორბელიანის ცნობილ სტრიქონს – რა ენა წახდეს ერიც დაეცეს… , უდავოა რომ დამახინჯებული მეტყველება დამახინჯებული აზროვნების , დეფორმირებული ცნობიერების გამოხატულებაზე მიანიშნებს,

ფაქტია, რომ საბჭოთა იმპერიის პირობებშიც კი ქართული ენის სიწმინდის დაცვას, მისი განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნას ბევრად მეტი ყურადღება ექცეოდა, ვიდრე , დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვების შემდეგ ექცევა. იმ საბჭოთა პერიოდში საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან შექმნილი იყო ,,თანამედროვე ქართული ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისია”, რომელიც შედგებოდა კომპეტენტურ და ავტორიტეტულ პირთაგან. კომისია იხილავდა სადავო ენობრივ საკითხებს და მის მიერ დადგენილი ნორმები სავალდებულოდ ითვლებოდა ყველასათვის. მთელი ეს მასალა, ანუ სახელმწიფო კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმები იცემოდა ბეჭდური სახით, რათა ხელმისაწვდომი ყოფილიყო დაინტერესებულ პირთათვის. პირველი ასეთი კრებული, სათაურით ,,თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები”, გამოვიდა 1970 წელს. შემდგომ გამოდიოდა ბიულეტენები. მუშაობდა სახელმწიფო ენის პალატა რომელიც ზრუნავდა ქართული ენის სიწმინდის დაცვისათვის. ტელეეთერით, განსაზღვრულ დროს, სისტემატურად ეწყობოდა გადაცემები, რომლებსაც უძღვებოდა ბ-ნი ლევან ღვინჯილია. ბევრს ემახსოვრება ეს გადაცემები. ლევან ღვინჯილია ააშკარავებდა ქართულის დამახინჯების ფაქტებს, გვერდს არ უვლიდა ქალაქებში თუ რეგიონებში მომრავლებული უცხო ლექსიკონით გაჯერებულ აბრების წარწერებსაც კი. რასაც სამწუხაროდ დღეს ასე ასე მომრავლდა ჩვენს სინამდვილეში ნაცვლად იმისა, სახელმწიფოს გაეძლიერებინა ამ მეტად საჭირო უწყების როლი მისი მნიშვნელობა და საქმიანობა საზოგადოებაში , კარგად გვახსოვს წინა ხელისუფლებამ მიიღო სრულიად გაუმართლებელი გადაწყვეტილება და გაუქმა ასეთი სახის სახელმწიფო სტრუქტურა რამდენად მართებული მიდგომა იყო ასეთი ქმედება ხელისუფლების მხრიდან რაც ქართული მოსახლეობის მხრიდან სათანადოთ იქნა შეფასებული როგორც ანტიეროვნული პოლიტიკის ნაწილი, 2012 წლის შემდეგ ბოლო პერიოდში როგორც იქნა ხელისუფლებამ მართებული მიიღო გადაწყვეტილება და შექმნა ქართული ენის პალატა რაც თავისთავად მისასალმებელია, ვიმედოვნებთ, რომ ქართული ენის დაცვის სახელმწიფო სტრუქტურა არ იქნება ფორმალურ ფასადური ორგანიზაცია და იგი აღჭურვილი იქნება რეალური სამართლებრივი ბერკეტებით ქართული ენის სიწმინდის დაცვისა და მისი შენარჩუნებისათვის.

მივმართავ ხელისუფლებას დაიწყოს ზრუნვა ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის დახვეწასა და მისი ფართო ფენებში დანერგვაზე, რაც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა იქცეს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისას. არ უნდა დაგვავიწყდეს 1978 წლის 14 აპრილის ისტორიული დღე, როდესაც ერი და ბერი ერთად გაერთიანდა და დაიცვა და შეინარჩუნა საბჭოთა იმპერიის პირობებში ქართული ენა“ – აღნიშნავს უფლებადამცველი გიორგი თევზაძე.