საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 127 შეტყობინება შევიდა

თბილისი – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 18 აგვისტოს, 22:21- საათიდან 02:00 საათამდე, ძლიერი წვიმის შედეგად 127 შეტყობინება შევიდა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, წყნეთის ქუჩაზე – მიწის საფარის ჩაინგრა, რამაც კედლისა და ავტომანქანის დაზიანება გამოიწვია. დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილი. ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები

ქუთაისის ქუჩაზე – დაიტბორა სკოლის პირველი სართული – წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია

პეკინის გამზირზე დაიტბორა მაღაზია – წყლის ამოტუმბვითი ღონისძიებები დასრულებულია

მაყაშვილის ქუჩაზე – ამორტიზებული შენობის კედელი ჩამოინგრა – არავინ დაშავებულა

სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა დახმარება 70 ოჯახს აღმოუჩინეს.

თბილისში, ძლიერი წვიმის შემდეგ, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.