სამუშაო საათები ისე დასრულდა, პასუხი არავის გაუცია…

ხმაური და დაპირისპირება ფინანსთა სამინისტროსთან – „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლების აქციაზე გამოიწვია იმან, რომ სამუშაო საათები ისე დასრულდა,  მათთვის პასუხი – შეხვდებოდა თუ არა მათ მინისტრი, არავის გაუცია.

აქციაზე კომპანიების თანამშრომლებთან ერთად ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც იმყოფებიან.აქციას შეუერთდნენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები. აქციაზე იმყოფრბა კახა კუკავაც.

-„ფინანსთა სამინისტრო ტელეკომპანია “იბერიას” შესაძლო დაყადაღებაზე ალაპარაკდა.

ეს არის მედიის ტერორი, ჩვეულებრივი დიქტატურა და ხელისუფლების აგონია, რომლის არაადეკვატურობა წარმოსადგენ და წარმოუდგენელ საზღვრებს ცდება“-აცხადებს „იბერიას“ თანამშრომელი არჩილ გამზარდია.