„კიდევ მოვა არჩევნები! ოპოზიციისგან „გადაგდებული“ სტუდენტი გეუბნებით ამას!“

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

სტუდენტი

ირაკლი ბახტაძე

მე ვარ რიგითი სტუდენტი, რომელიც საკუთარი სახსრებით ცდილობს დამატებითი შემოსავლი შემატოს თავის სამსახურს, რომ სწავლის ფული დროულად გადაიხადოს, არავის „ში-სტომაზე“ არ არის საუბარი, როდესაც შენი მოქალაქეობრივი ვალია ჩაატარო ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები, მითუმეტეს რამდენიმე კვირაში სწავლის საფასურის გადახდა გიწევს და ეძებ ალტერნატიულ საშუალებას.

-მოგესალმებით, ქართველო ხალხო, მოგესალმებით განსაკუთრებით იმათ, ვინც აჩევნების მეორე ტურში მიიღეთ მონაწილეობა ” დამკვირვებლად” და ხელფასები არ გადაგიხადეს იმ მარტივი მიზეზით, რომ თურმე პირველ ტურშიც აუცილებელი იყო მონაწილეობის მიღება.

როდესაც მქონდა კომუნიკაცია შემომთავაზეს კონკრეტული თანხა და ზემოთ ნახსენები ჩემთვის არავის განუმატავს. მე სტუდენტს, რომელსაც დედაქალაქიდან რეგიონში მომიწია ჩასვლა ჩემივე ფინანსებით, ახლა მეუბნებიან, რომ ჩემი გაწეული შრომა უსასყიდლო იყო.

დიახ, ეს იმ “ოპოზიციის” ხალხია, რომლებსაც  ხელისფულებაში უნოდათ მოსვლა, დიახ ეს ის ადამიანები არინ, რომლებიც უკეთეს საქართველოს გვპირდებოდენ. სამწუხაროა, რომ არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დავავიწყდით!

p.s კიდევ მოვა არჩევნები!

როგორც დავადგინეთ საუბარია ზუგდიდის 105-ე უბანზე