23 ივნისს კიწმარიშვილის ოჯახი საპასუხო ბრიფინგს გამართავს

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი არ ეთანხმება პროკურატურის დასკვნას. 23 ივნისს,  კიწმარიშვილის ოჯახი საპასუხო ბრიფინგს გამართავს, სადაც მათი თქმით, ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლეობის შესახებ, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები გაბათილდება.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის დასკვნით კიწმარიშვილმა თავი მოიკლა. ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის არ მიუყვანია და არავის არ მოუკლავს მან თავი მოიკლა, რადგან კონკრეტული გარემოებების არსებობის მხედველობაში მიღებით შეუძლებელია მკვლელობა იყოს ჩადენილი რომელიმე სხვა პირის მიერ. შესაბამისად მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

კომენტარის დატოვება