ზღვისუბანში კიდევ ერთი ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თამარ ტალიაშვილმა ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად ზღვისუბანში მე-4 კვარტლის #6 კორპუსთან ახლადგახსნილი სპორტული მოედანი მოინახულა და მოსახლეობას შეხვდა.

თამარ ტალიაშვილის თქმით, ზღვისუბანში  აქტიური კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.

,,ეს კონკრეტული შემთხვევა არის იდეალური  მაგალითი იმ მჭიდრო თანამშრომლობისა, რომელიც გვაქვს რაიონის  გამგებელს,  მაჟორიტარსა და ადგილობრივ მოსახლეობას. სწორედ ამ ტიპის თანამშრომლობით არის შესაძლებელი  ქალაქის სწორი და მიზანმიმართული განვითარება. ამ ადგილას, თვეების წინ  მხოლოდ გაფუჭებული ასფალტი იყო და დღეს უკვე კეთილმოწყობილი სპორტული მოედანია, ’’-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ზღვისუბანში 2019 წელს 5 ახალი სპორტული მოედანი მოეწყო. სტადიონებზე დამონტაჟდა კალათბურთისა და ფეხბურთის ფარები, დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი. ასევე, მოეწყო გარე განათების ქსელები.