“მაჟორიტარული არჩევნები დიდი დაბრკოლებაა ქართული დემოკრატიისთვის”

ფიქრია ჩიხრაძე

პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი

-„მაჟორიტარული არჩევნები დიდი დაბრკოლებაა ქართული დემოკრატიისთვის, რადგან ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდა დამახინჯებული სისტება და დღემდე ვერ იცვლება.

კარგი არ არის ისიც, რომ ქვეყანას ეყოლება საკონსტიტუციო უმრავლესობა. მთავარია როგორი სტრუქტურის იქნება პარლამენტი და როგორი ურთიერთობა შეიქმნება პარლამენტსა და მთავრობას შორის.

საკონსტიტუციო უმრავლესობა დიდი გამოწვევაა ქვეყნისთვის. კონსტიტუცია და საკონსტიტუციო ცვლილებები არ არის ერთ რომელიმე ძალის სურვილებზე დამოკიდებული, ეს უნდა იყოს საზოგადოებრივი კონსესუსის დოკუმენტი.

დღეს ჩვენ გვაქვს საქმე ვენდეტასთან, ანუ ბიძინა ივანიშვილს არ მოსწონს გიორგი მარგველაშვილი, რადგან პრეზიდენტი არ არის უსიტყვოდ ბრძანების შემსრულებელი“.

კომენტარის დატოვება