ხათუნა ლაგაზიძე – მნიშვნელოვანი ის კი არაა, ღარიბაშვილი ბრიუსელში რას წაიღებს, მნიშვნელოვანია, რას ჩამოიტანს

ჩემთვის მთავარი რიგგარეშე არჩევნებია – ამ კონსენსუსამდე, რაც უფრო რეალური გზა არის, ის უნდა ავირჩიოთ, – ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ქვეყანაში პლებისციტის შესაძლო ჩატარებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ოპოზიციისა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოიყვანონ და რიგგარეშე არჩევნებამდე მიიყვანონ.

მანვე აღნიშნა, რომ პრემიერი ღარიბაშვილი ბრიუსელში რას წაიღებს, ის კი არაა მნიშვნელოვანი, არამედ იქიდან რას ჩამოიტანს.

„ჩემთვის მთავარი რიგგარეშე არჩევნებია, როგორ მივალთ რიგგარეშე არჩევნებამდე, ამისთვის სხვადასხვა გზა არსებობს. იმისათვის, რომ რიგგარეშე არჩევნებამდე მივიდეთ, აუცილებელია კონსენსუსი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამიტომაც, რომელიც ამ კონსენსუსამდე უფრო რეალური გზა არის, ის გზა უნდა ავირჩიოთ. დღეს როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანა გამოიყვანონ ჩიხიდან და რიგგარეშე არჩევნებამდე მიიყვანონ. ღარიბაშვილი ბრიუსელში რას წაიღებს არააა მნიშვნელოვანი, რას ჩამოიტანს ისაა მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ლაგაზიძემ.