ინდონეზიაში სასკოლო ავტობუსის ხევში გადავარდნას ათობით მოსწავლე ემსხვერპლა

ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე სასკოლო ავტობუსი ხევში გადავარდა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

ავტობუსში 66 ადამიანი, ძირითადად, სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ, რომლებიც ექსკურსიიდან ბრუნდებოდნენ.

39 დაშავებული უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვლილთა ასაკი ამ ეტაპზე უცნობია.