მამუკა ხაზარაძე – მარტო კანონმდებლობის შეცვლა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ უახლოესი არჩევნები ნდობის მაღალ ხარისხში ჩატარდეს

“ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის შეფასებით, როცა არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცესკო-ს თავმჯდომარე თანამდებობას უნდა ტოვებდეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მხოლოდ კანონმდებლობის ცვლილება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მომავალი არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს.

“საარჩევნო კოდექსზე ფორმალურად საკითხები შეჯერებულია. ვფიქრობ, რომ როცა ასეთი დონის საკითხი დგება და შეფასება არის, რომ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარდა, ბუნებრივია, ეს უნდა ითვალისწინებდეს იმას, რომ საარჩევნო კომისია და მისი თავმჯდომარე უნდა მიდიოდეს თანამდებობიდან. მარტო კანონმდებლობის შეცვლა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ უახლოესი არჩევნები ჩატარდეს ნდობის მაღალ ხარისხში. შესაბამისად, სამუშაოები დამთავრებულია. ჩვენმა ფრაქციამ საკმაოდ სერიოზული სამუშაო ჩაატარა და ხვალ ვიხილავთ საბოლოო კანონს პროექტის სახით”,- განაცხადა ხაზარაძემ.