ამირან გამყრელიძე – შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესამე ტალღის პიკი გადავლილია

მესამე ტალღის პიკი შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადავლილია – დღეს ჩვენს ქვეყანაში ეპიდსიტუაციას აქვს ტენდენცია გაუმჯობესებისაკენ, მაგრამ ეს საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში აცრების ინტენსივობა თანდათან იზრდება და ამ დროისთვის, 149 191 აცრაა ჩატარებული.

„მესამე ტალღის პიკი შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადავლილია. დღეს ჩვენს ქვეყანაში ეპიდსიტუაციას აქვს ტენდენცია გაუმჯობესებისაკენ, მაგრამ ეს საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. მითუმეტეს, რომ მოგეხსენებათ პირველი ივნისიდან მთელი რიგი შეზღუდვები მოიხსნა, ქვეყანაში გაიხსნა სახმელეთო საზღვრები და მოსალოდნელია, საკმაოდ დიდი ტურისტული ნაკადების შემოსვლა მეზობელი ქვეყნებიდან და ასევე, სხვადასხვა მოშორებული ქვეყნიდან.

აუცილებელია, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ქვეყანამ შეიმუშავა ტურისტული ნაკადების ზედამხედველობის თვალსაზრისით, ძალიან მკაცრად იქნას დაცული. მოგეხსენებათ, რომ დილის მონაცემებით სულ ჩატარებულია 149 191 აცრა. მათ შორის ორჯერადად აცრილი, ანუ სრულად აცრილი გვყავს 33 718 ადამიანი და სულ მცირე ერთი აცრა გაკეთებული აქვს 115 473 ადამიანს. აცრების ინტენსივობა ქვეყანაში თანდათან იზრდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password