გია ვოლსკი – გასაკვირია გიორგი გახარიას ასეთი ჯგუფური დაცვა მაშინ, როცა სწორედ 20 ივნისზე კონკრეტულ ტელევიზიებს და პარტიულ ბოსებს პრეტენზია ჰქონდათ

გასაკვირია გიორგი გახარიას ასეთი ჯგუფური დაცვა მაშინ, როცა სწორედ 20 ივნისზე კონკრეტულ ტელევიზიებს და პარტიულ ბოსებს პრეტენზია ჰქონდათ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა და გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც გიორგი გახარიას მიერ 20 ივნისს მომიტინგეების დაშლის ოპერაცია გაუგებრად იყო დაგეგმილი.

ამასთან, ვოლსკის შეფასებით, თავდაპირველად, 20 ივნისის მოვლენებისას გიორგი გახარიას მიერ დაშვებულ შეცდომებზე კითხვები გაჩნდა, თებერვლიდან კი ეს კითხვები ეჭვებში გადაიზარდა.

„გასაკვირია გიორგი გახარიას ასეთი ჯგუფური დაცვა მაშინ, როცა სწორედ 20 ივნისის საკითხებზე კონკრეტულ ტელევიზიებს და პარტიულ ბოსებს პრეტენზია ჰქონდათ. ახლა სიტუაცია საერთოდ გადაეწყო და მასთან ერთად სხვისი დანაშაულების თემაზე ალაპარაკდნენ და საერთოდ, რატომ გახარია და მის მიმართ პრეტენზიები? ერთია, შეცდომები, რაზეც ირაკლი კობახიძემ ილაპარაკა. ირაკლი კობახიძეს რაიმეს თუ „დაუწუნებ“, მხოლოდ გულწრფელობა იყო. მან დეტალებში მოყვა ყველა დამოკიდებულება. საზოგადოება ყველა საკითხზე ინფორმაციის მიღებას იმსახურებს, მათ შორის 20 ივნისზე. განმაცვიფრა იმან, რომ უცებ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, გახარიამ თქვა, რომ უმრავლესობის წევრები არათუ არ იყვნენ, არამედ გაიპარნენო და დამამცირებელი ეპითეტებით შეგვამკო მაშინ, როცა სრულიად სხვა ვითარება იყო.

შემიძლია დავამატო, რომ სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო გიორგი გახარიამ. თურმე, ოპერაცია ხელს უშლის და ორი-სამი დღით გადადებაა საჭირო, რათა ადამიანმა, რომელიც პრაქტიკულად დამნაშავეა, ძალა მოიკრიბოს და დააანონსოს სახელმწიფო სტრუქტურების არარსებობა ქვეყანაში. ანუ, სახელმწიფოს საფუძვლების რყევაზე იყო საუბარი და ამ თემაზე იყო მთავარი აქცენტები გაკეთებული. უკვე ის შენიშვნები, გულდაწყვეტა და სამართლიანი კამათი, რაც ნორმალურია, გადაიზარდა უკვე სერიოზულ ეჭვებში, რომელსაც პოლიტიკური ხასიათი აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარიას მიერ 20 ივნისს მომიტინგეების დაშლის ოპერაცია გაუგებრად იყო დაგეგმილი,