ბადრი ჯაფარიძე – დაწყებულია სანქციების პროცესი იმ მოსამართლეებისა და „კლანის“ წევრების მიმართ, რომლებმაც გამოიჩინეს თავი სასამართლოს კონტროლის, პოლიტიკური გადაწყვეტილებების თვალსაზრისით

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მიშელის დოკუმენტში გარკვევით წერია, რომ უნდა შეჩერდეს ან დაპაუზდეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნა, ვიდრე რეფორმები არ განხორციელდება.

მისივე თქმით, აშშ მართლმსაჯულების რეფორმას განიხილავს, როგორც საქართველოსთვის სასიცოცხლო რეფორმას.

აშშ მართლმსაჯულების რეფორმას განიხილავს, როგორც საქართველოსთვის სასიცოცხლო რეფორმას და მათ უზარმაზარი ინვესტირება მოახდინეს, რომ რეფორმები განხორციელებულიყო. რა თქმა უნდა, თვალს არავინ დახუჭავს იმაზე, რომ თანხები, რომელიც ინვესტირებული იყო, პრაქტიკულად „კლანმა“ გაანიავა. ზოგიერთი მოსამართლის განცხადება, რომ რეფორმების კუთხით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან კონკრეტული ინიციატივების მხარდაჭერა თურმე სუვერენიტეტის დარღვევაა, არის უსინდისო განცხადება, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერაზე ხალხის მიმართ და არა კონკრეტულ მოსამართლეთა მიმართ, რომლებიც ან „კლანის“ წევრები არიან, ან „კლანის“ გავლენის ქვეშ“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, ბადრი ჯაფარიძის განმარტებით, მოსამართლეების მიმართ სანქციების შემოღების პროცესი დაწყებულია.

„შემიძლია, გითხრათ, რომ სანქციებს არა თუ უნდა ველოდოთ, არამედ პროცესი არის დაწყებული. მინდა, ეს აღვნიშნო დიდი კმაყოფილებით, რადგან სანქციებმა ძალიან ეფექტურად იმუშავა ბულგარეთის შემთხვევაში კონკრეტული მოსამართლეების მიმართ. ჩვენმა მეგობრებმა ანალოგიური პროცესი დაიწყეს საქართველოსთან მიმართებით და ჩვენ ამას სრულად მხარს ვუჭერთ, რადგან ეს „კლანის“ წევრ მოსამართლეებს დაანახებთ, რომ ისინი დაუსჯელად ვერ მოახერხებენ ჩვენი მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გაგებას, ვერ გააგრძელებენ ამას. სანქციების შემოღების პროცესი დაწყებულია იმ მოსამართლეებისა და „კლანის“ იმ წევრების მიმართ, რომლებსაც განსაკუთრებით თავი აქვთ გამოჩენილი ამ წლების განმავლობაში სასამართლოს კონტროლის, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით. ამიტომ, სასჯელის გარეშე, დაუსჯელად ეს ვეღარ გაგრძელდება. ეს არ არის მუქარა და სუვერენიტეტში ჩარევა, როგორც ზოგიერთი მოსამართლე ცდილობს,რომ წარმოაჩინოს, უბრალოდ, ასეთი ტიპის ღონიძიებებით ჩვენი მეგობრები ეხმარებიან ქართველ ხალხს, რომ მოხდეს დეპოლიტიზაცია და სასამართლოს გათავისუფლების დაწყება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მოსამართლეებმა ერთობლივი მიმართვა შეიმუშავეს, სადაც ისინი ყველა მხარეს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციისგან,