ახალი ტალღების მოლოდინი არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ზოგადად, ყველა ქვეყანას აქვს, რაც შესაძლოა, უკავშირდებოდეს განსხვავებული შტამების გამოჩენას – გაბუნია

ახალი ტალღების მოლოდინი არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ზოგადად, ყველა ქვეყანას აქვს, რაც შესაძლოა, უკავშირდებოდეს განსხვავებული შტამების გამოჩენას, ასევე არასაკმარისი იმუნური ფენის ჩამოყალიბებას ქვეყანაში და რეგულაციების უგულებელყოფას, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციასთან ერთად, მნიშვნელოვანია დაწესებული რეგულაციების სათანადოდ დაცვა. როგორც გაბუნია ამბობს, პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა კიდევ დიდხანს იქნება საჭირო.

„ეს არის არის მიზეზები, რამაც შესაძლოა, კორონავირუსის ახალი ტალღა გამოიწვიოს. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, მაქსიმალურად ვეცადოთ, თავიდან ავიცილოთ ახალი ტალღის გავრცელება ისეთი სისწრაფით, რომელიც მეოთხე ტალღის პერიოდში გვქონდა. მთავარი ისევ არის დაწესებული რეგულაციების დაცვა, განსაკუთრებით პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა კიდევ დიდხანს დაგვჭირდება, ამისი ალტერნატივა არ არსებობს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.