ნიკა მელია ზურაბ აზარაშვილზე – როგორც მე არ გამეგება რაკეტების მეცნიერებასთან დაკავშირებით, ისე არ გაეგება მას ჯანდაცვის სისტემის

როგორც მე არ გამეგება რაკეტების მეცნიერებასთან დაკავშირებით, ისე არ გაეგება მას ჯანდაცვის სისტემის , – ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ჯანდაცვის მინისტრად ზურა აზარაშვილის დანიშვნას.

მისივე თქმით, აზარაშვილი მხოლოდ იმიტომ ინიშნება მინისტრა, რომ არის  „ქართუ ჯგუფის”  თანამშრომელი.

„დამცინავი და შეურაცხმყოფელია, როდესაც ყველაზე მაღალდაფინანსებად უწყებას უნიშნავ ადამიანს მინისტრად, რომელსაც, როგორც მე არ გამეგება რაკეტების მეცნიერებასთან დაკავშირებით, ისე არ გაეგება მას ჯანდაცვის სისტემის.

ის მხოლოდ იმიტომაა იქ წარმოდგენილი, რომ არის ხელის ადამიანი და „ქართუ ჯგუფის” თუ ბანკის თანამშრომელი. ეს არის რეჟიმი! სანამ ჩვენ ძალიან დიდ სიმართლეს ერთმანეთს არ ვეტყვით, რომ ვართ არამარტო პოლიტიკური ოპონენტების ოპოზიციაში, არამედ რეჟიმის ოპოზიციაში, არ ვიქნებით გულწრფელი საკუთარ თავთან”, – განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის საქართველოს ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება.