პენტაგონი – აშშ დარწმუნებულია თავის შესაძლებლობაში, დაიცვას საკუთარი თავი, მოკავშირეები და პარტნიორები, მათ შორის სტრატეგიული შეკავების სფეროში

აშშ დარწმუნებულია თავის შესაძლებლობაში, დაიცვას საკუთარი თავი, მოკავშირეები და პარტნიორები, მათ შორის სტრატეგიული შეკავების სფეროში, – ასე გამოეხმაურნენ პენტაგონში ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანას.

როგორც აშშ-ის დეპარტამენტის ვებგევრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, პენტაგონის წარმომადგენელი პუტინის ამ ნაბიჯს არასაჭიროდ აფასებს, რადგან მისი თქმით, რუსეთს არასდროს შექმნია საფრთხე ნატო-დან და მით უმეტეს, უკრაინიდან.

თავდაცვის უწყების წარმომადგენელი ამ ნაბიჯს ესკალაციურს უწოდებს, რადგან მას პოტენციურად მოქმედებაში მოჰყავს ძალები, რომელთა ნებისმიერმა გადაცდომამ შესაძლოა, ვითარება ბევრად სახიფათო გახადოს.

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის ბრძანება გასცა.