დნიპროში, ოკუპანტების სარაკეტო იერიშს ქართველების ოჯახი ემსხვერპლა

დნიპროში, ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმას, უკრაინაში მებრძოლი ზაქარია ნონიაშვილის ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა. ისინი დნიპროში იმ მაღალსართულიან საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდნენ, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა 14 იანვარს დაბომბეს.

ერთ-ერთი დაღუპული 19 წლის ლიანა ნონიაშვილია, რომლის ცხედარიც უკვე იდენტიფიცირებულია, ხოლო მისი დედის და ბებიის ცხედრების ამოცნობისთვის, დნმ-ს შედეგებს ელოდებიან.

ბოლო ინფორმაციით, დნიპროში ოკუპანტების სარაკეტო იერიშს 44 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.