რუსეთის ბელგოროდის ოლქში აფეთქებები მოხდა – დაღუპულები არიან წვევამდელები

17 იანვრის ღამეს რუსეთის ბელგოროდის ოლქში აფეთქებები იყო. რუსული ტელეგრამ არხების ცნობით, აფეთქებებს 5 წვევამდელი ემსხვერპლა.

ტელეგრამ არხის ASTRA-ს ცნობით,  ცეცხლი შებეკინოს საგუშაგოზე გახსნეს. როგორც მედია წერს, დაღუპულები და დაჭრილები იქვე მდებარე ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის წვევამდელი ჯარისკაცები არიან.

რუსეთი აფეთქებებში უკრაინას ადანაშაულებს.