კასპში შვილმა 80 წლის დედას სცემა

კასპის მუნიციპალიტეტში შვილმა 80 წლის დედას სცემა. შემთხვევა გუშინ ზემო ხანდაკში მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება TV მონიტორინგი ავრცელებს.

მამაკაცი ძალადობაში არაერთხელ იყო მხილებული. ადგილობრივების ინფორმაციით, დედის ცემის გამო  იგი სასჯელს ადრეც იხდიდა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახური ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნტით (მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) მიმდინარეობს.

დამნაშავე დაკავებულია.